პენცენტრი მოქალაქეებს საპროტესტო აქციებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს

პენცენტრი მოქალაქეებს საპროტესტო აქციებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს

პენცენტრი მოქალაქეებს საპროტესტო აქციებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. განცხადება ფილარმონიასთან პენცენტრის სახელით პოეტმა რატი ამაღლობელმა გააკეთა. მისი თქმით, პენცენტრი უერთდება ამ აქციებს და ელოდება მთელი სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობას. როგორც რატი ამაღლობელმა აღნიშნა, პროტესტის გამოხატვა უნდა გაგრძელდეს, რადგან ხელისუფლება სამართალდარღვევებზე უარს კვლავ არ ამბობს.

"ხელისუფლება სამართალდარღვევებს აგრძელებს და მათ უკვე დააკავეს უფლებადამცველი დაჩი ცაგურია. სწორედ ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ პროტესტმა პერმანენტული ხასიათი უნდა მიიღოს. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა მივიდეთ არჩევნებამდე მშვიდობიანად, თუმცა პროტესტის გრძნობით. პენცენტრი უხმობს ყველა მწერალს, ჟურნალისტს და გამომცემელს, ასევე მთელ საზოგადოებას აქციებში მონაწილეობისთვის", - აღნიშნა რატი ამაღლობელმა.

ფილარმონიასთან აქციის მონაწილეები ამ წუთებში იკრიბებიან. საკონცერტო დარბაზთან უკვე გამოჩნდნენ მწერალი დათო ტურაშვილი, ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე, ასევე აქციაზე იმყოფებიან ირაკლი კაკაბაძე, ლევან ჩიტაძე და ჯანსუღ ჩარკვიანი.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა