მეტრო "ახმეტელის თეატრიდან" ახალგაზრდებმა გლდანის ციხისკენ მსვლელობა დაიწყეს

მეტრო "ახმეტელის თეატრიდან" ახალგაზრდებმა გლდანის ციხისკენ მსვლელობა დაიწყეს

მეტროს სადგურ "ახმეტელის თეატრიდან" ახალგაზრდებმა გლდანის ციხისკენ მსვლელობა დაიწყეს.

როგორც ახალგაზრდები ამბობენ, საპროტესტო მსვლელობის ორგანიზება სოციალური ქსელების მეშვეობით განახორციელეს. ახალგაზრდები გლდანის #8 დაწესებულებაში მყოფ პატიმრებს სოლიდარობას უცხადებენ და მათ წამებასა და შეურაცხყოფაში დამნაშავე პირების დასჯას მოითხოვენ.

მათი თქმით, მხოლოდ რამდენიმე თანამდებობის პირის სამსახურიდან გათავისუფლება საკმარისი არ არის და ისინი კანონის მთელი სიმკაცრით უნდა გასამართლდნენ.

მომიტინგეებს შორის სტუდენტების გარდა, საჯარო სკოლების მაღალი კლასის მოსწავლეებიც არიან.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა