მიხეილ სააკაშვილი - ის, რაც ქართულმა საზოგადოებამ იხილა, ოთხ დღეში ერთხელ ხდება ყველგან, ამერიკაშიც და დასავლეთის ქვეყნებშიც

მიხეილ სააკაშვილი - ის, რაც ქართულმა საზოგადოებამ იხილა, ოთხ დღეში ერთხელ ხდება ყველგან, ამერიკაშიც და დასავლეთის ქვეყნებშიც

"ვის ანდობთ საქართველოს სამშვიდობოზე გასაყვანად?" - ამ შეკითხვით, პრეზიდენტმა დღეს, ბათუმის უნივერსიტეტის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას, საპროტესტო გამოსვლებში მონაწილე ახალგაზრდებს კიდევ ერთხელ მიმართა.

"რა თქმა უნდა, მე ძალიან კარგად მესმის იმ ახალგაზრდების, რომლებიც ძალადობას აპროტესტებდნენ. მაგრამ მე კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო კითხვა, რომელიც გუშინ "იუსტიციის სახლის" გახსნისას დავსვი. ვის უფრო მეტად ანდობთ თქვენ ქვეყანას, რომ გაიყვანოს საბოლოოდ სამშვიდობოზე: ხატია დეკანოიძეს, ეკა ზღულაძეს, გიორგი ტუღუშს თუ გოგა ხაინდრავას და თამაზ თამაზაშვილს? ვინ უფრო გაიყვანს საქართველოს, რუსული ფულითა და რუსული კომპრომატებით მებრძოლი ხალხი, რომელსაც უნდა, რომ დაგვაბრუნოს პუტინის რუსეთში?", - დასძინა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ის რაც ქართულმა საზოგადოებამ იხილა, ოთხ დღეში ერთხელ ხდება ყველგან, ამერიკაშიც და დასავლეთის ქვეყნებშიც. "ჩვენ ამაზე რეაგირება მოვახდინეთ ისეთი, ჩვენზე განვითარებული დემოკრატიის ქვეყნები არ მოახდენდნენ. იმიტომ, რომ ჩვენ უფრო სენსიტიურები ვართ. შეიძლება ბელგიაში და არც ამერიკაში ამდენი მინისტრი არ გადაეყენებინათ. ამერიკაში და ევროპის ქვეყნებშიც მომხდარა, მაგრამ ჩვენ იმაზე მეტი გავაკეთეთ, იმიტომ, რომ ჩვენ იმ წარსულიდან მოვდივართ და იქ დაბრუნება აღარ გვინდა!", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ის, რაც ხდებოდა გლდანის ციხის სარდაფში, "თუ იქიდან გამოძვრა თამაზაშვილი და დაინიშნა განათლების მინისტრ ხატია დეკანოიძის ადგილზე", რასაც მოწინააღმდეგეები ჰპირდებიან საზოგადოებას და რასაც, სააკაშვილის აზრით, ისინი ვერ განახორციელებენ, "ის გახდება ჩვენი ყოველდღიური რეალობა ამ შენობების გარშემო".

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა