გლდანის N8 დაწესებულებიდან სამი პატიმარი სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს

გლდანის N8 დაწესებულებიდან სამი პატიმარი სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს

გლდანის N8 დაწესებულებიდან სამი პატიმარი სასჯელაღსრულების სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

როგორც სასჯელაღსრულების სამინისტროში აცხადებენ, N19 სამკურნალო დაწესებულებაში დღეს გადაყვანილ სამ პატიმარს შორის არის ზვიად გელაშვილი, რომლის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია დღეს "ინტერპრესნიუსმა" გაავრცელა.

პატიმრის და, ნორა გელაშვილი მისი ძმის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას მოითხოვდა. მოკლევადიანი პაემნის შემდეგ ნორა გელაშვილმა განაცხადა, რომ პატიმარი "მესამე დღეა შიმშილობს, სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის მოთხოვნით. სულ 40 კილოგრამია დარჩენილი. აქვს ფსორიაზი, ტუბერკულოზი და ყელის ონკოლოგიური დაავადება".

სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, პაციენტის (მათ შორის მსჯავრდებულის) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არის კონფიდენციალური. შესაბამისად, სამინისტრო გელაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ვერ დაადასტურებს და პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას ვერ მიაწვდის.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ტუბერკულოზით დაავადებული სულ 18 პირი იმყოფებოდა. მათგან 12 დღეისათვის N19 სამკურნალო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

ამასთან, გლდანის ციხეში დარჩენილ ყველა პატიმარს, რომლებიც საჭიროებენ სამედიცინო დახმარებას, დაწესებულების მედპერსონალი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"