ფილარმონიასთან საპროტესტო აქციაზე ნოდარ ლომოური მივიდა

ფილარმონიასთან საპროტესტო აქციაზე ნოდარ ლომოური მივიდა

ფილარმონიასთან საპროტესტო აქციაზე აკადემიკოსი, ისტორიკოსი ნოდარ ლომოური მივიდა.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ნოდარ ლომოურმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ის ხანდაზნულია, 5 დღის წინ ტელეეკრანიდან პატიმრების წამების, გაუპატიურებისა და ცემის ფაქტების ნახვამ აღაშფოთა და მაინც მოახერხა დღეს საპროტესტო აქციაზე მისულიყო.

ნოდარ ლომოურის თქმით, ის ისტორიკოსია, კარგად იცნობს საქართველოს ისტორიას, თუმცა, ისეთი რამ, რაც ტელეეკრანიდან ნახა, საქართველოს ისტორიას არ ახსოვს.

"საქართველოს ისტორიას არ ახსოვს პატიმრებს და საერთოდ ვინმეს ცოცხებს სჩრიდნენ უკანა გასასვლელში. ეს ამაზრზენია! ამის ატანა შეუძლებელია! მე არ მგონია ფაშისტურ გერმანიაშიც ასე ეწამებინათ პატიმრები!", - განაცხადა ლომოურმა.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"