სოზარ სუბარი - მესტიაში ძალიან დაძაბული ვითარებაა, ხელისუფლებამ საქმეში ჯარი ჩართო

სოზარ სუბარი - მესტიაში ძალიან დაძაბული ვითარებაა, ხელისუფლებამ საქმეში ჯარი ჩართო

კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის სოზარ სუბარის განცხადებით, მესტიაში ხელისუფლებას სპეციალური უბნის შექმნა უნდოდათ, სადაც ჯარის ნაწილები ხმას მისცემდნდნ.

როგორც სოზარ სუბარმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მესტიაში ძალიან დაძაბული ვითარებაა. ხელისუფლებამ საქმეში ჯარი ჩართო. ერთი კვირის წინ მომხდარ ფაქტზე, გუშინ დააკავეს მათი წარმომადგენელი კახა ჟორჟოლიანი. მას ცესკო-ს წარმომადგენელის არჩილ სოფრომაძისთვის, რომელიც მესტიაში ერთი კვირის წინ იყო ჩასული, სიტვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება ედება ბრალად.

"არსებობს ამ შეხვედრის ვიდეო კადრები, სადაც არის ცხარე კამათი, თუმცა კახა ჟორჟოლიანის მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური ზემოქმედებას ადგილი არ ქონია. სანამ უწყებათაშორის კომისიაში არ დავრკე, მასთან არ უშვებდნენ ადვოკატს. მესტიაში სასამართლოს ჩატარების ნაცვლად, გადაწყვიტეს ამ ადამიანის ზუგდიდში გადაყვანა და სასამართლოს იქ ჩატარება, სადაც მოწმეებს ჩასვლა გაუჭირდებათ. ამის გამო მისმა ახლობლებმა გზა გადაკეტეს, რათა ჟორჟოლიანი ზუგდიდის სასამართლოში არ გადაეყვანათ. ამ საქმეში ხელისუფლებამ ჯარი ჩართო", - დასძინა სუბარმა.

მისივე თქმით, უწყებათაშორის კომისიაში დარეკვის შემდეგ, მესტიაში ჩაყვანილ სამხედო მანქანებზე ჯარის ნომრების მოხსნა დაიწყეს.

"უწყებათაშორის კომისიაში განაცხადეს, რომ იქ არა ჯარი, არამედ სასაზღვრო დეპარტამენტის ნაწილები იმყოფებოდნენ. თუმცა დაზუსტებით ვიცით, რომ იქ იყო ჯარი, რომელსაც არანაირი უფლება არ აქვს, ჩაერიოს სამოქალაქო საქმეებში. სასაზღვრო დეპარტამენტი შსს-ს დაქვემდებარებაშია, მათ საზღვრის დაცვა ევალებათ და არა - ქუჩაში წესრიგის დამყარება ან პოლიტიკურ თამაშებში მონაწილეობა. ეს ინცინდენტი იყო ხელისუფლების უკანონო გადაწყვეტილება, მესტიაში შეექმნა სპეციალური უბანი, სადაც ჯარის ნაწილებს აიყვანდნენ და იქ ხმას მისცემდნენ. ეს იმდენად უკანონო იყო, რომ ცესკოც კი იძულებული იყო გაეუქმებინა ეს გადაწყვეტილება. ამის შემდეგ დაიწყო შეტევა ჩვენს წარმომადგენლებზე", - აღნიშნა სუბარმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა