მამუკა არეშიძის საარჩევნო შტაბის უფროსის მოადგილეს სახეში მჟავა შეასხეს

მამუკა არეშიძის საარჩევნო შტაბის უფროსის მოადგილეს სახეში მჟავა შეასხეს

პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" გარდაბნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, მამუკა არეშიძის საარჩევნო შტაბის უფროსის მოადგილეს, ბუბა დვალს სახეში გაურკვეველი სითხე შეასხეს.

კოალიციაში ვარაუდობენ, რომ ეს მჟავა იყო, რადგან დვალმა დაზიანებები მიიღო და მას ოპერაცია ჩაუტარდა.

დაზარალებულის ინფორმაციით, უცნობი პირები წუხელ სადარბაზოსთან დახვდნენ და სახეში მჟავა შეასხეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან "შკოდის" მარკის ავტომობილით მიიმალნენ.

ბუბა დვალმა ავტომანქანის სანომრე ნიშნების გარჩევა ვერ შეძლო.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა