გორში, ე.წ. წმინდა წყლის დასახლებაში "ქართული ოცნების" ორი აქტივისტი - გიორგი ხახოშვილი და ვლადიმერ სუჯოშვილი სცემეს.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, შემთხვევა "სოკარის" ბენზინგასამართ სადგურზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებს სახეზე ნიღბები ეკეთათ.
ხახოშვილი და სუჯოშვილი გორის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.