მიხეილ სააკაშვილი - მათ არა მარტო მთავრობის ჩაყენება უნდოდათ ჩოქბჯენში, არამედ მთელი საზოგადოების

 მიხეილ სააკაშვილი - მათ არა მარტო მთავრობის ჩაყენება უნდოდათ ჩოქბჯენში, არამედ მთელი საზოგადოების

მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ჩვენ არავის გათიშვა არ გვინდა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გურჯაანში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა.

"მოდით, ყველა ერთად დავდგეთ და ვთქვათ, რომ არასდროს დაბრუნდება ორგანიზებული დანაშაული! კრიმინალები, რომლებიც ატერორებდნენ ჩვენს ხალხს, აღარ ივლიან ქუჩაში თავისუფლად. აღარ დაბრუნდებიან კანონიერი ქურდები, რომ კორუმპირებული პოლიციელები არ დაბრუნდებიან უკან და არ ჩაიგდებენ ხელში მასობრივად სისტემას, რომ რეკეტი აღარ დაბრუნდება, ამაზე მოვილაპარაკოთ! ნუ ვცდილობთ ისეთი თემით თამაშს, რომელიც ხვალ და ზეგ უკან შემოგვიბრუნდება", -განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ვინც სხვა სცენარით ითამაშებს, თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდება. "ამათ უნდოდათ ამ კვირაში ჩაეგდოთ შოკში ქართული საზოგადოება. ჩვენ უფრო ადრე აღმოვაჩინეთ ეს გეგმები და გამოვაჩინეთ ხალხი, ვინც ამ სიბინძურეს აკეთებდა. ცოტა ადრე მოუვიდათ. მათ არა მარტო მთავრობის ჩაყენება უნდოდათ ჩოქბჯენში, არამედ მთელი საზოგადოების. მათი ილეთი უკან შეუბრუნდებათ და ჩვენ სუფთაზე დავდებთ, ბეჭებზე", - დასძინა სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა