კოლმეურენობის მოედანზე პოლიციელების რიცხვი თანდათან მატულობს

კოლმეურენობის მოედანზე პოლიციელების რიცხვი თანდათან მატულობს

კოლმეურენობის მოედანზე არსებულ სკვერში პოლიციის თანამშრომელთა დიდი ჯგუფია მობილიზებული.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, მათ თან აქვთ რეზინის ხელკეტები.

გარდა ამისა, კოლმეურეობის მოედანზე იმყოფებიან სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პირები, ისინი იქცევიან საკმაოდ ორგანიზებულად, კავშირი აქვთ პოლიციის თამაშრომლებთან და, შესაბამისად, სავარაუდოდ ისინიც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები უნდა იყვნენ.

ჟურნალისტების მცდელობის მიუხედავად, პოლიციის თამაშრომლები შეკრების მიზეზე განცხადებას არ აკეთებენ და ამბობენ, განმრატებებისთვის ჟურნალისტებმა უნდა მიმართონ სამინისტროს პრესსამსხაურს. მათივე თქმით, მხოლოდ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით არიან შეკრებილები.

პოლიციელების რიცხვი სკვერში თანდათან მატულობს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა