თბილისის საქალაქო სასამართლომ სტუდენტური გაერთიანება "ლაბორატორია 1918"-ის წარმომადგენელ ალექსანდრე ცაგარელს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით 400-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
ცაგარელმა უკვე დატოვა საქალაქო სასამართლო. "ლაბორატორია 1918"-ის წარმომადგენლები მას თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ელოდებოდნენ.
21 წლის ალექსანდრე ცაგარელი გუშინ თსუ-სთან კონცერტის დასრულების შემდეგ დააკავეს. თვითმხილველების თქმით, ცაგარელის დაკავებაში სპეცრაზმის სამი მანქანა მონაწილეობდა. მათივე განმარტებით, ცაგარელი აჩერებდა ტაქსს, როდესაც მოხდა მისი აყვანა.