ალექსანდრე ცაგარელის ადვოკატი სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებაში ადანაშაულებს

ალექსანდრე ცაგარელის ადვოკატი სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებაში ადანაშაულებს

სტუდენტური გაერთიანება "ლაბორატორია 1918"-ის წევრის ალექსანდრე ცაგარელის ადვოკატის ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, სასამართლომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, პროცესზე გადაწყვეტილება ალექსანდრე ცაგარელის დაჯარიმებასთან დაკავშირებით მოსამართლემ მხოლოდ იმ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების ჩვენების საფუძველზე გამოიტანა, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ დაკავების პროცესში.

თავად ალექსანდრე ცაგარელის განცხადებით, მის მიმართ პატიმრობიდან განთავისუფლებამდე ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზეწოლა არ განხორციელებულა. როგორც ცაგარელმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ჟურნალისტებს განუცხადა, ის კვლავ აპირებს აქტიურად გააგრძელოს თავისი საქმიანობა.

"იმ აქციაზე, რომლიდანაც ამიყვანეს, ყველაზე ნაკლებად დასაჭერი მე ვიყავი, რადგან შეკრებილებს გამუდმებით მოვუწოდებდი სიმშვიდისა და წესრიგისკენ, მაგრამ ამათ ალბათ, არ აწყობდათ სიმშვიდე და სურდათ პროვოკაცია. სწორედ ამას უკავშირდება ჩემი დაკავება", - განაცხადა ალექსანდრე ცაგარელმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ალექსანდრე ცაგარელს 400 ლარიანი ჯარიმა დააკისრა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173 მუხლის საფუძველზე, რომელიც წვრილმან ხულიგნობას და დაუმორჩილებლობას გულისხმობს.. ალექსანდრე ცაგარელის გათავისუფლებას სტუდენტური გაერთიანება "ლაბორატორია 1918" წარმომადგენლები თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ოვაციებით შეხვდნენ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა