სოსო ჯაჭვლიანი - ინგა გრიგოლია ეშმაკებისგან გათავისუფლდა

სოსო ჯაჭვლიანი - ინგა გრიგოლია ეშმაკებისგან გათავისუფლდა

გლდანში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოსო ჯაჭვლიანი ინგა გრიგოლიას გადაწყვეტილებას მიესალმება და მიიჩნევს, რომ ის "ეშმაკებისგან გათავისუფლდა".

"ინგა გრიგოლიას მე მაგრად ვაფასებ, მიყვარს კიდეც, როგორც ჟურნალისტი და როგორც ადამიანი. მე მას თავის დროზე ვეუბნებოდი, ეშმაკები გახვევია ირგვლივ-მეთქი. ახლა ის ბევრ რაღაცას მიხვდა და ეშმაკებისგან გათავისუფლდა. ინგამ სწორი ნაბიჯი გადადგა. ყოჩაღ მას", - განუცხადა სოსო ჯაჭვლიანმა "ინტერპრესნიუსს".

ამასთან, ჯაჭვლიანი დარწმუნებულია, რომ გრიგოლიას კიდევ "ბევრი მიბაძავს".

ინგა გრიგოლია გლდანის მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატურას ხსნის. ამის შესახებ გრიგოლია "ფეისბუქის" გვერდზე წერს.

"ყველა ზარის, ყველა სმს-ის, ყველა კომენტარის საპასუხოდ, რომელიც გუშინდელიდან მოყოლებული დამხვდა, გპასუხობთ - იმის მიუხედავად, რომ გუშინ მიღებული გადაწყვეტილება არჩევნების გაშუქებასთან დაკავშირებით ბევრად განსხვავდება იმ ვარიანტისგან, რომლის გატანაც ხელისუფლებას უნდოდა და იმედია, "ქრისტიან-დემოკრატები" გააკეთებენ განმარტებას რატომ დაუჭირეს მხარი, რადგან დარწმუნებული ვამტკიცებდი, რომ ჩვენები კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებდნენ. ვასრულებ ჩემს პირობას და არჩევნებიდან ვხსნი ჩემს კანდიდატურას", - წერს ინგა გრიგოლია, რომელმაც კანდიდატურის მოხსნის გადაწყვეტილება "ინტერპრესნიუსს" სატელეფონო საუბრისას დაუდასტურა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა