თინათინ ხიდაშელი - "ჩვენზე დაიწყო ნადირობა"

თინათინ ხიდაშელი - "ჩვენზე დაიწყო ნადირობა"

ჩვენზე დაიწყო ნადირობა, ოფისის გარშემო დადიან პოლიციის მანქანები, მაგრამ გარეთ არავინ გადის, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კოალიცია "ქართული ოცნების" საგარეჯოს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა თინათინ ხიდაშელმა განუცხადა. მისი თქმით, რამდენიმე საათის წინ საგარეჯოს რაიონის სოფელ წყაროსთავში პოლიციელებმა მისი შტაბის წევრი ზაქარია გაგნიაშვილი დააკავეს.

"ჩემი შტაბის წევრს არანაირი დანაშაული არ აქვს. ის ჩემთან ერთად გუშინ მთელი დღის განმავლობაში ცესკო-სთან გამართულ აქციაზე იმყოფებოდა და არაფერი არ მომხდარა. "ინფო 9"-ს აქვს თვითმხილველთა ვიდეოკადრები რომლებიც აცხადებენ, რომ "პიკაპიდან" გადმოვიდა 3 პოლიციელი, თავიანთ მანქანაში ჩასვეს გაგნიაშვილი და წაიყვანეს. ჩვენზე დაიწყო ნადირობა, ოფისის გარშემო დადიან პოლიციის მანქანები, მაგრამ გარეთ არავინ გადის. გაგნიაშვილიც ბენზინის ჩასასხმელად გავიდა და სწორედ ამ დროს დააკავეს",-განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა