ირაკლი ალასანიამ კოალიციის წინასაარჩევნო პროგრამა ზედა ეწერის მცხოვრებლებს გააცნო

ირაკლი ალასანიამ კოალიციის წინასაარჩევნო პროგრამა ზედა ეწერის მცხოვრებლებს გააცნო

საარჩევნო ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ კოალიციის წინასაარჩევნო პროგრამა დღეს ზედა ეწერის მცხოვრებლებს გააცნო.

მაჟორიტარობის კანდიდატმა ზედა ეწერის მოსახლეობასთან ზუგდიდის ეკონომიკის განვითარებაზე ისაუბრა.

"მოქალაქეებთან ასევე ვისაუბრე, თუ რა შედეგით დასრულდა ჩემი შეხვედრები ამერიკის ელჩთან, ევროკავშირის ელჩთან, ეუთოს წარმომადგენლებთან. მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა გვერდში უდგას ქართულ საზოგადოებას. ისინი ძალიან მძიმე შეფასებას გააკეთებენ, იმ მასიურ დაკავებებზე, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" დავალებით მიმდინარეობს", - განაცხადა ალასანიამ, რომელიც საკუთარ ამომრჩეველს არწმუნებს, რომ "სააკაშვილს არც ერთი ხმის მოპარვის საშუალებას არ მისცემენ".

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა