"ტელევირის" აზრით, ცოცხით გაუპატიურების სცენა დადგმულია (?!)

"ტელევირის" აზრით, ცოცხით გაუპატიურების სცენა დადგმულია (?!)

"ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო კლიპების ავტორმა, იუმორისტმა და ცნობილი "ტელევირის" გამხმოვანებელმა გიგა ნასარიძემ ეჭვი გამოთქვა, რომ ცოცხით პატიმრის გაუპატიურება შეთითხნილი ფაქტია (!). ეს ის შემთხვევაა, რომლის "ბოლო ნამდვილად გვაკვირვებს". სხვა თუ არაფერი, ამ ვიდეოფირის გავრცელების გამო თანამდებობის პირები პანტაპუნტით გადადგნენ.

იუმორისტმა კი საკუთარ გვერდზე მაინც გამოაქვეყნა ვიდეოფირი ტიტრებითურთ, რომ ამ მასალის პირველ და ბოლო კადრში პატიმარს არ ახურავს ერთი და იგივე ჩაფხუტი, არ აცვია ერთი და იმავე ფერის ტანსაცმელი (შეგახსენებთ, პირველ კადრში დგას თავზე ჩაფხუტწამოცმული პატიმარი, რომელსაც შემდეგ ჩამუხლულს აჩვენებენ. ბოლო კადრში კი უფრო ნათლად ჩანს პატიმრის ცოცხით გაუპატიურება. - ავტ.). როგორც ვიდეომასალის გამავრცელებლებმა "კვირის პალიტრასთან" საუბრისას განმარტეს, ფირზე სხვადასხვა პატიმრის წამებაა ასახული. შესაბამისად, რატომ არ აცვიათ ან ახურავთ ერთნაირად, კითხვას აღარ უნდა ბადებდეს. მიუხედავად ამისა, ნასარიძეს ამ ახსნა-განმარტებისა არ სჯერა: "მგონი, ვიდეოფირი გაყალბებულია, მისი "ცოცხიანი" ნაწილი მოგვიანებით არის დადგმული და მიმონტაჟებული", - წერს სოციალურ ქსელში.

"კვირის პალიტრა" გიგა ნასარიძეს დაუკავშირდა.

- ეს ვიდეოფირი აშკარად ეჭვს იწვევს და კარგი იქნება, თუ ექსპერტები დაინტერესდებიან.

- ევროკავშირის წარმომადგენლები და უფლებადამცველი ორგანიზაციები ასეთ მასალებს ისედაც ლუპით აკვირდებიან.

- არ ვამბობ, რომ ციხეებში ეს საშინელება არ ხდება, არც იმას ვამბობ, რომ ყველა ვიდეოფირი გაყალბებულია და არც იმას, დამნაშავეები სასტიკად არ უნდა დაისაჯონ-მეთქი. მხოლოდ ეს ერთი ვიდეოფირი მეეჭვება. ექსპერტი არა ვარ და არაფერს ვამტკიცებ, ეჭვი გამოითქვა და მეც გავიზიარე...

იხილეთ ვრცლად

ასევე იხილეთ:

- პირველი არხის "ჭრელო პეპელა" და "ბატონი კავკასია" - ნასარიძე-ელისაშვილის დაპირისპირება

- გიგა ნასარიძის "საქართველო არ იყიდება" - 40 ათასიანი რეკლამა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ

- ნასარიძეს ოთარ ჩრდილელმა კრეატიული იდეები დაუწუნა

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"