სოზარ სუბარმა იმ პირების ვინაობა დაასახელა, რომლებმაც გორში "ქართული ოცნების" აქტივისტებს სცემეს

სოზარ სუბარმა იმ პირების ვინაობა დაასახელა, რომლებმაც გორში "ქართული ოცნების" აქტივისტებს სცემეს

"ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა იმ პირების ვინაობა დაასახელა, რომლებმაც გორში, ე.წ. წმინდა წყლის დასახლებაში კოალიციის ორი აქტივისტი - გიორგი ხახოშვილი და ვლადიმერ სუჯოშვილი სცემეს.

როგორც სუბარმა "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ერთი ყოფილი პოლიციელი, მეორე კი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელია.

"ესენი არიან რეზო და ვანო კალომლეწავები. ვანო ყოფილი პოლიციელია და ამჟამად კერძო დაცვის სამსახური აქვს. მას ყოველდღიური კავშირი აქვს ვანო მერაბიშვილთან, რეზო კი პოლკოვნიკია და დღესაც შსს-ში, თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს ძარცვა-ყაჩაღობის დეპარტამენტში მუშაობს", - განაცხადა სუბარმა.

მისივე განმარტებით, ისინი აღნიშნული პირების წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას მოითხოვენ.

"ამ პირების ამოცნობა შეუძლებელია, რადგან ისინი ნიღბებში იყვნენ, თუმცა გვაქვს სხვა მტკიცებულებები, მათ შორის გვყავს მოწმეები, რომლებიც უახლოესი დღეების განმავლობაში ჩვენებას მისცემენ", - აღნიშნა "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა.

გორში, ე.წ. წმინდა წყლის დასახლებაში "ქართული ოცნების" ორი აქტივისტი - გიორგი ხახოშვილი და ვლადიმერ სუჯოშვილი გუშინ სცემეს. შემთხვევა "სოკარის" ბენზინგასამართ სადგურზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებს სახეზე ნიღბები ეკეთათ. ხახოშვილი და სუჯოშვილი გორის საავადმყოფოში იყვნენ გადაყვანილები.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა