ლალი ბადურაშვილი - პრეზიდენტი ამ სისტემის შემქმნელია და ამ სისტემით შეიქმნა გესტაპო

ლალი ბადურაშვილი - პრეზიდენტი ამ სისტემის შემქმნელია და ამ სისტემით შეიქმნა გესტაპო

ფილარმონიასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მსახიობი ლალი ბადურაშვილი მივიდა. როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ლალი ბადურაშვილმა განაცხადა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა იცის და აკონტროლებს, თუ როგორი ტანსაცმელი აცვიათ მიუზიკლ "ქეთო და კოტეს" მსახიობებს, რატომ არ გააკონტროლა წლების განმავლობაში ომბუდსმენის ანგარიშები იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა ციხეებში.

"კითხვა მიჩნდება პრეზიდენტთან, როგორც მე ვიცი, მას ბებია უყვარს და მეც თითქმის ბებიამისის ხნის ვარ, როცა აცხადებს, რომ მან არ იცოდა, რა ხდებოდა ქვეყანაში, ხომ აკონტროლებს და იცის, როგორი კაბები აცვიათ "ქეთო და კოტეში"?!. რატომ არ აკონტროლებდა ომბუდსმენის ანგარიშებს, თუ რა ხდებოდა ციხეებში?! ის ამ სისტემის შემქმნელია და ამ სისტემით შეიქმნა გესტაპო და ამიტომ კარგად უნდა წაიკითხოს აკაკი წერეთლის "გამზრდელი", - განაცხადა ლალი ბადურაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"