გოგა ხაინდრავა განმარტებებისთვის საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მიმართავს

გოგა ხაინდრავა განმარტებებისთვის საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მიმართავს

გოგა ხაინდრავა აპირებს განმარტებებისთვის საქართველოში საფრანგეთის საელჩოს და მთავრობას მიმართოს, - ამის შესახებ გოგა ხაინდარავამ ტელეკომპპანია "მაესტროს" გადაცემა "სუბიექტურ აზრში" პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, ის არის საფრანგეთის ერთ-ერთი უდიდესი ჯილდოს, მერიტის ორდენის კავალერი, რომელიც მას მაშინდელმა პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა გადასცა.

"აქედან გამომდინარე მაქვს შეკითხვები - თუ რაიმე ეჭვები გაჩნდა, ჩემს პერსონასთან, მაშინ რამ განაპირობა, რომ მაშინვე კითხვები არ დამისვეს და ან იმის მერე საფრანგეთში კიდევ ორჯერ ვარ ნამყოფი. რახან გავრცელდა ფრანგული მხარის მისამართი, ეს უკვე თაღლითობაა, რადგან არანაირი ჟანდარმერია ეს არ არის", - განაცხადა ხაინდარავამ.

მისი თქმით, ის ხვალ საელჩოში მივა და მოითხოვს გამომზეურდეს ყველა დოკუმენტი და მოითხოვს პასუხს, რამდენად შეეფერება სიმართლეს, ის რაც პროკურატურისგან მოისმინეს.

"მაინტერესებს, ეს არის საქართველოს პროკურატურის მიერ დაწერილი თუ ჟანდარმერიის ოფიციალური პოზიცია. თუ ეს ასეა, მაშინ ისინი ვალდებულები არიან დამიბარონ", - განაცხადა ხაინდარავამ.

ხაინდარავამ ისაუბრა პროკურატურის მიერ მისი საფრანგეთში ყოფნის ამსახველ ვიდეომასალაზეც. მისი განმარტებით, ვიდეომასალაში ასახულია მისი შარშან, ნოემბერში საფრანგეთში ყოფნის ფაქტი.

ხაინდარავას განცხადებით, ის საფრანგეთში, ცივილიზაციების უნივერსიტეტში აფხაზეთის 20 წლისთავთან დაკავშირებით მიიწვიეს, სადაც მისი ფილმის პრეზენტაცია იყო.

მისივე თქმით, საფრანგეთში ცხოვრობს მისი ბავშვობის მეგობარი, ე.წ. კანონიერი ქურდი, რეზო ლორთქიფანიძე, რომელიც საავამდოფოში იყო და იქ ინახულა.

"რეზო არის ჩემი ბავშვობის მეგობარი. 22 წელი ერთ სახლში ვცხოვრობდით. სამწუხაროდ, მერე ჩვენი გზები გაიყო, თუმცა მე ჩემს მეგობრებს არ ვემიჯნები. ის იყო, არის და იქნება ჩემი მეგობარი. რეზო 7 წელი იჯდა აქ. ამათ საზღვარზე მიიყვანეს და გადაიყვანეს. საფრანგეთში 4 თვე ყავდათ დაკავებული, მერე გადაიყვანეს საავადმყოფოში და იქაური მთავრობა მკურნალობდა. რომ გავიგე საავადმყოფოში იყო, ჩავაკითხე", - განაცხადა ხაინდარავამ.

მისივე თქმით, სახლი, რომელიც ვიდეომასალაში ჩანს, იქაურ ემიგრანტებს ეკუთვნის და მათ ის არ იცნობდა.

"რეზომ მიმიყვანა იქ, ერთი საღამო დავრჩი. რესტორანშიც წავედით. ეს იყო და ეს", - განაცხადა ხაინდარავამ.

მანვე დასძინა, რომ ამ შეხვედრაზე რაიმე კანონსაწინააღმდეგოზე საუბარი არ ყოფილა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა