სასულიერო პირებისა და ახალგაზრდების მიერ გამართული აქციის მონაწილეები ქაშუეთის ეკლესიასთან იმყოფებიან.
მათ გაიარეს ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია, სადაც იქ მყოფი აქციის მონაწილეები ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ სასულიერო პირების გამოჩენას. აქციის მონაწილეები სკანდირებენ "საქართველო, საქართველო", ისმის საეკლესიო და ტრადიციული ხალხური გალობა. მოსახლეობა და მძღოლები მხარდამჭერას უცხადებენ აქციის მონაწლეებს.
ამ წუთებისათვის რუსთაველის გამზირი პარალიზებულია. მთლიანად გზის სავალ ნაწილზე აქციის მონაწლეები მიდიან. მათ წინ მიუძღვით სასულიერო პირები და სტიქაროსნები, ბაირაღებითა და დროშებით.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას დეკანოზმა შალვა კეკელიამ განაცხადა ისინი მსვლელობას სიონის ტაძართან დაასრულებენ, სადაც სასულიერო პირები პარაკლისს გადაიხდიან.