საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა "დავითაინნის" წევრების მიერ ორგანიზებულ მსვლელობას არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალაშვილი შეუერთდა.
როგორც ოპინიონ.გე-სთან საუბარში არქიმანდრიტმა განაცხადა, სამტრედიაში მამა რომანოზ ნინუას 17 წლის ვაჟი დააკავეს.
"სავარაუდოდ მისი დაკავება უკავშირდება იმას, რომ ეს ახალგაზრდა აქტიურად აპროტესტებდა ქვეყანაში ბოლოს დროს განვითარებულ მოვლენებს. ასევე აღსანიშნავია, რომ მამა რომანოზი კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის კახი კალაძის მოძღვარი გახლავთ", - განაცხადა არქიმანდრიტმა ბართლომემ.