მიხეილ სააკაშვილს გაერო-ს ოფისთან ქართველი ემიგრანტები საპროტესტო აქციით დახვდნენ

მიხეილ სააკაშვილს გაერო-ს ოფისთან ქართველი ემიგრანტები საპროტესტო აქციით დახვდნენ

საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ნიუ-იორკში, გაერო-ს ოფისთან საპროტესტო აქციით დახვდნენ. აქციაში ქართველი ემიგრანტები და "ქართული ოცნების" წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

როგორც სოციალური ქსელებით გავრელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, აქციის მონაწილეებს ჰქონდათ პლაკატები - "სააკაშვილი მწამებელი".

ისინი პრეზიდენტის გაერო-ს ოფისთან მისვლას შეძახილებით შეხვდნენ.

საქართველოს პრეზიდენტი ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალური ანსამბლეის რიგით 67-ე სესიას ესწრება. ის გუშინ ოფიციალურად გაიხსნა. სესიას ორგანიზაციის წევრი 116 ქვეყნის სახელმწიფოს პირველი პირები და საგარეო უწყების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. სხდომის დღის წესრიგში 150-ზე მეტი თემაა, რომელთა შორის განსაკუთრებული ყურადღება კონფლიქტებს, ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებას, ბირთვულ საფრთხეებსა და მათ თავიდან აცილებას დაეთმო. მნიშვნელოვანი ნაწილი ადამიანის უფლებების დაცვასა და საერთაშორისო სამართლის განვითარებას ეპყრობა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა