საფრანგეთი თბილისის მიერ გამოძიების მასალების გასაჯაროებით უკმაყოფილოა

საფრანგეთი თბილისის მიერ გამოძიების მასალების გასაჯაროებით უკმაყოფილოა

საფრანგეთი უკმაყოფილოა თბილისის გადაწყვეტილებით, რომელმაც ქართული ოპოზიციის ქართულ დანაშაულებრივ სამყაროსთან შესაძლო კავშირზე გამოძიების მასალები გაასაჯაროვა. ამის შესახებ ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მასალების გამოქვეყნებას მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებს.

"ჩვენ გაკვირვებული ვართ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქართველი ოპოზიციონერის და საფრანგეთის ტერიტორიაზე მოქმედი წარმოშობით ქართველებისგან შემდგარი დანაშაულებრივი ჯგუფების შესაძლო შეთქმულების გეგმაზე მასალების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით. საფრანგეთის ხელისუფლებას ამაზე თანხმობა არ მიუცია", - აღნიშნულია განცხადებაში.

საფრანგეთის საგარეო უწყების განცხადებით, ამ საქმის გამოყენებამ შესაძლოა, არჩევნების წარმატებით ჩატარებაზე იმოქმედოს.

"ამ საქმის გამოყენებამ შესაძლოა, არჩევნების წარმატებით ჩატარებაზე იმოქმედოს თუ გავითვალისწინებთ ბოლო დღეებში გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს გამოსასწორებელ დაწესებულებებში წამების შესახებ", - განმარტავენ საფრანგეთის საგარეო უწყებაში.

ფრანგული მხარე ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ხალხის ნების გამოვლენის მშვიდობიანი ჩატარება 1-ელ ოქტომბერს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა