შინაგან საქმეთა სამინისტროს სატალეფონო საუბრების ჩანაწერები გაავრცელა, სადაც კახი კალაძე და გუბაზ სანიკიძე ფიგურირებენ. ამასთან დაკავშირებით სამინისტროში დღეს ბრიფინგი გაიმართა.
როგორც შსს-ში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, სამართალდამცავებმა 23 სექტემბერს თბილისში დააკავეს "კანონიერი ქურდი" დავით ხიზანიშვილი, რომელიც ლაშა შუშანაშვილის დავალებით მოქმედებდა და მის მიზანს წარმოადგენდა დანაშაულებრივი დაჯგუფების მეშვეობით ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა მოეხდინა ამომრჩეველზე ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ.
შსს-ს ცნობით, კიდევ ერთი ჩანაწერი "ქართული ოცნების" სიის პირველ ნომერს კახი კალაძეს ეხება.
"ჩვენ წარმოგიდგენთ შსს-ს ღონისძიებების შედეგად მოპოვებულ აუდიოჩანაწერებს, სადაც ვლინდება კალაძის ახლო კავშირები უცხოეთში მყოფ 8 ქართველ კანონიერ ქურდთან და მათთან ახლო კავშირები", - აცხადებენ შსს-ში.
სამინისტროს ცნობით, ასევე ერთ-ერთი მასალა "ქართული ოცნების" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატ გუბაზ სანიკიძისა ედუარდ შევარდნაძის დროის უშიშროების მინისტრის, ვალერი ხაბურძანიას გარიგების დეტალებს ეხება.
კერძოდ, შსს-ს ცნობით, სანიკიძე ხაბურძანიას ერთ-ერთი "კანონიერი ქურდის" ციხიდან გამოშვებას სთხოვს და სანაცვლოდ ფულად ანაზღაურებას სთავაზობს.
იხილეთ ვიდეო