სამტრედიის პოლიციამ კახი კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსი დააკავა

სამტრედიის პოლიციამ კახი კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსი დააკავა

სამტრედიის პოლიციამ "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახი კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსი ავთანდილ თევზაძე დააკავა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კალაძის პრესმდივანმა ოთარ ჩრდილელმა განუცხადა, თევზაძე ცოტა ხნის წინ შტაბში აიყვანეს და სამართალდამცველებს მისთვის დაკავების მოტივი არ განუმარტავთ. ჩრდილელი მომხდარს პოლიტიკურ დევნად აფასებს.

"ბოლო 24 საათის განმავლობაში ეს ჩვენი მხარდამჭერის დაკავების მე-4 შემთხვევაა. ესაა ღია პოლიტიკური დევნა, რომლის ინსტრუმენტადაც გამოყენებულია სამტრედიის პოლიციის უფროსი, კუბლაშვილების "ხელის ბიჭი" ზვიად ობილაძე", - აღნიშნა ჩრდილელმა.

მისივე ინფორმაციით, კალაძის საარჩევნო შტაბის უფროს ავთანდილ თევზაძეს ამ დროისთვის სამტრედიის პოლიციის სამმართველოში კითხავენ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა