"მაესტრო" - შსს-ს აუდიოჩანაწერში კრიმინალურ ავტორიტეტად მოხსენიებული ლევან რევიშვილი "ნაციონალების" კოორდინატორია

"მაესტრო" - შსს-ს აუდიოჩანაწერში კრიმინალურ ავტორიტეტად მოხსენიებული ლევან რევიშვილი "ნაციონალების" კოორდინატორია

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში კრიმინალურ ავტორიტეტად მოხსენიებული ლევან რევიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორია. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "მაესტრო" ავრცელებს.

როგორც რევიშვილის მეზობლები "მაესტროს" ჟურნალისტთან საუბარში ამბობენ, მისი კრიმინალური საქმიანობის შესახებ არაფერი იციან. მათივე თქმით, რევიშვილი დიდი ხანია "ნაციონალურ მოძრაობის" კოორდინატორია და მოსახლეობის "ნაციონალურ მოძრაობის" ლიდერებთან შეხვედრებს კოორდინაციას უწევს.

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სატალეფონო საუბრების ჩანაწერები გაავრცელა, სადაც კახი კალაძე და გუბაზ სანიკიძე ფიგურირებენ. ამასთან დაკავშირებით სამინისტროში დღეს ბრიფინგი გაიმართა.

როგორც შსს-ში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, სამართალდამცველებმა 23 სექტემბერს თბილისში დააკავეს "კანონიერი ქურდი" დავით ხიზანიშვილი, რომელიც ლაშა შუშანაშვილის დავალებით მოქმედებდა და მის მიზანს წარმოადგენდა დანაშაულებრივი დაჯგუფების მეშვეობით ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა მოეხდინა ამომრჩეველზე ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ.

შსს-ს ცნობით, კიდევ ერთი ჩანაწერი "ქართული ოცნების" სიის პირველ ნომერს, კახი კალაძეს ეხება.

"ჩვენ წარმოგიდგენთ შსს-ს ღონისძიებების შედეგად მოპოვებულ აუდიოჩანაწერებს, სადაც ვლინდება კალაძის ახლო კავშირები უცხოეთში მყოფ 8 ქართველ კანონიერ ქურდთან და მათთან ახლო კავშირები", - აცხადებენ შსს-ში.

სამინისტროს ცნობით, ასევე ერთ-ერთი მასალა "ქართული ოცნების" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატ გუბაზ სანიკიძისა ედუარდ შევარდნაძის დროის უშიშროების მინისტრის, ვალერი ხაბურძანიას გარიგების დეტალებს ეხება.

კერძოდ, შსს-ს ცნობით, სანიკიძე ხაბურძანიას ერთ-ერთი "კანონიერი ქურდის" ციხიდან გამოშვებას სთხოვს და სანაცვლოდ ფულად ანაზღაურებას სთავაზობს.

კახა კალაძისა და გუბაზ სანიკიძის აუდიოჩანაწერების გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს სხვა ჩანაწერებსაც, რომელიც შსს-ის ცნობით, ქართულ პოლიტიკაში მათ ჩართულობასა და ცალკეულ ქართველ პოლიტიკოსებთან კავშირებს ასახავს.

ჩანაწერის მიხედვით, ვინმე ვოვა ერემიანი კრიმინალურ ავტორიტეტ ლევან რევიშვილთან საუბარში აცხადებს, რომ ის, რაც "ხიზანამ" (დავით ხიზანიშვილმა) დაავალა, 5-იანზე შეასრულა და "300 არაგველებზე, მეტეხის ხიდთან, წურწუმიაზე მცხოვრები ხალხი ყველა "ოცნებას" აძლევს ხმას". გარდა ამისა, გამოქვეყნდა ლევან რევიშვილის უცხობ პირთან საუბარიც, რომელშიც ფიგურირებს ფრაზა: "ნახეთ, ორი ავტობუსი ხალხი რომ გამოვუშვით და "ბიძინა, ბიძინა" ვაძახებინეთ?".

მოგვიანებით, შსს-მ ინფორმაცია გაავრცელა ტექნიკური ხარვეზის შესახებ:" ჩვენს მიერ, დღეს, გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერში გაიპარა ტექნიკური შეცდომა. ადამიანი, რომელიც საუბრობს დათო ხიზანიშვილთან არის არა გიორგი უგულავა, არამედ გივი ბლიაძე. გიგზავნით ბლიაძის ფოტოს და გთხოვთ შეასწოროთ თქვენს ინფორმაციებშიც აღნიშნული ხარვეზი".

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა