ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბი: "და­ვარ­წმუ­ნოთ კა­ცობ­რი­ო­ბა, რომ სიტყ­ვით და საქ­მით ჯა­ლა­თო­ბის უარ­მყო­ფე­ლი ერი ვართ­"

ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბი: "და­ვარ­წმუ­ნოთ კა­ცობ­რი­ო­ბა, რომ სიტყ­ვით და საქ­მით ჯა­ლა­თო­ბის უარ­მყო­ფე­ლი ერი ვართ­"

ქვეყ­ნის წი­ნა­შე წა­მოჭ­რილ "კითხ­ვა-­ძა­ხი­ლი­ან" პრობ­ლე­მებ­ზე ქარ­თუ­ლი­ ლი­ტე­რა­ტუ­რის კლა­სი­კო­სი ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბი, ბე­რი და­ვი­თი გვე­სა­უბ­რე­ბა:

- 16 წე­ლი­წა­დი მაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი საბ­ჭო­ურ კა­ცი­ჭა­მი­ა­თა მოდ­გმის ცი­ხე­ებ­სა და ბა­ნა­კებ­ში და შე­მიძ­ლია და­ვი­ფი­ცო ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი, თუ­კი რამ გა­მაჩ­ნი­ა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის დამ­ქა­შე­ბის მი­ერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­დის­ტუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის მაგ­ვა­რი რამ არამ­ცთუ მე­ნა­ხოს ან შევ­სწრე­ბო­დე, არა­მედ გა­გო­ნი­ლი მა­ინც მქონ­დეს. "გუ­ლაგ­ში" არა, მაგ­რამ "ჩე­კა­ში" გა­მო­ძი­ე­ბის დროს ხში­რი იყო ათას­ნა­ი­რი წა­მე­ბა, ადა­მი­ა­ნის სულ­ზე და სხე­ულ­ზე ძა­ლა­დო­ბა. ის, რაც გამ­ჟღავ­ნდა, არა მგო­ნი­ა, მხო­ლოდ ამ სა­დის­ტუ­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის აღ­მსრუ­ლე­ბელ­თა ფან­ტა­ზი­ით იყოს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი. გავ­ბე­დავ და გა­ვი­მე­ო­რებ ერ­თხელ უკ­ვე ჩემს მი­ერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ მო­საზ­რე­ბას: თუ ყო­ვე­ლი­ვე ეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის არ­სე­ბუ­ლი და ვა­ი რომ, ჩვე­ნი­ვე არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტის მი­თი­თე­ბით ან თან­ხმო­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და, ბა­რა­ქა­ლა მის ადა­მი­ა­ნო­ბას. და თუ მან არც იცო­და, რა ხდე­ბო­და ქარ­თულ სა­გა­მო­ძი­ე­ბო და სა­აღ­მას­რუ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ში, მა­შინ ბა­რა­ქა­ლა მის პრე­ზი­დენ­ტო­ბას და ბა­რა­ქა­ლა მთელ ქარ­თველ ერს, რო­მელ­მაც ვერ შეძ­ლო დრო­უ­ლად აე­ხა­და ნი­ღა­ბი უპირ­ვე­ლეს კაც­თმოყ­ვა­რედ თავ­წარ­მოდ­გე­ნილ ამ პერ­სო­ნა­ჟის­თვის.

- რას ეტყ­ო­დით ქარ­თველ ხალხს, სა­ზო­გა­დო­ე­ბას 1-ლი ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წინ? რო­გორ შე­ა­ფა­სებთ ამ არ­ჩევ­ნე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას?

- 1-ლი ოქ­ტომ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბამ და, უპირ­ვე­ლე­სად, ქარ­თველ­მა ერ­მა თა­ვი­სი არ­ჩე­ვა­ნ­ით­ უნ­და და­ამ­ტკი­ცოს, რომ იგი გო­ნი­ე­რი და ჰუ­მა­ნუ­რი ერი იყო, არის და ასეთ­სა­ვე სა­ფუძ­ველ­ზე აა­შ­ენებს ახალ სა­ხელ­მწი­ფოს, სა­დაც ხელ­მძღვა­ნელ იდე­ად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ჰუ­მა­ნიზ­მი, კე­თილ­გო­ნი­ე­რე­ბა და არა ზოგ გა­დაგ­ვა­რე­ბულ ქარ­თველ­თა მი­ერ ჩა­დე­ნი­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლის შემ­ცვე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის სტი­ლი. სა­ერ­თოდ კი შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ში დი­დი სიფ­რთხი­ლე გვმარ­თებს, რომ არ წა­მო­ვე­გოთ პრო­ვო­კა­ცი­ას და არ მივ­ცეთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­და­ა­ვა­დონ არ­ჩევ­ნე­ბი იმ მიზ­ნით, რომ არ­ჩევ­ნე­ბის ახალ თა­რი­ღამ­დე ხალ­ხის და­სა­ტე­რო­რე­ბე­ლი წმენ­და ჩა­ა­ტა­რონ. გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ არ­სე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და მი­სი პრე­ზი­დენ­ტი ყვე­ლა­ფერს იკად­რებს იმი­სათ­ვის, რომ მბრძა­ნე­ბელ­თა სა­ვარ­ძლე­ბი ცი­ხის საკ­ნის ნა­რებ­ზე არ გაც­ვა­ლონ, და­ვარ­წმუ­ნოთ კა­ცობ­რი­ო­ბა, რომ ქარ­თვე­ლი ერი თა­ვი­სი მო­მა­ვა­ლი არ­სე­ბო­ბით, სიტყ­ვით და საქ­მით ჯა­ლა­თო­ბის უარ­მყო­ფე­ლი ერი­ა.

ნი­ნო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"