პატიმართა სასტიკი წამების დღემდე უცნობი ფაქტები

პატიმართა სასტიკი წამების დღემდე უცნობი ფაქტები

დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გლდანის მე-8 დაწესებულებაში იმყოფებოდა, პატიმართა სასტიკი წამების საზოგადოებისთვის უცნობ დეტალებზე გვესაუბრება:

- 2009 წელს, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის წევრი, ვახორციელებდი პენიტენციური სისტემის მონიტორინგს. 2010 წლის გაზაფხულიდან კი ამ საქმეს ჩამომაშორეს, ჯგუფში მხოლოდ ნაცმოს წევრები ჩართეს და ციხეში დღემდე არანაირი მონიტორინგი არ მიწარმოებია. როდესაც ეს შოკისმომგვრელი კადრები გავრცელდა, გადავწყვიტე, რადაც უნდა დამჯდომოდა, შემეღწია ციხეში. მართლაც, მე და ბატონი გელა კეტაშვილი შეგვიშვეს გლდანის ციხეში. საპყრობილის ახალმა დირექტორმა გურამ დოლიძემ მითხრა, რომ მენეჯმენტი სრულიად არის შეცვლილი და ყველაფერს იღონებენ პატიმრების მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში მხილებული პირების გამოსავლენად. დოლიძისგან მივიღე ნებართვა, რომ ჩავრთულიყავი მონიტორინგის პროცესში. ციხეში 7 საათი გავატარე, შევხვდი ყველა კატეგორიის პატიმარს და ჩემი თვალით ვნახე, რა მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებიან ისინი. პატიმრები იყვნენ უკიდურესად აღგზნებულნი, გამოხატავდნენ პროტესტს ციხის იმ თანამშრომლების მიმართ, რომლებიც ჯერ კიდევ რჩებიან საპატიმროში, გვეუბნებოდნენ მათ გვარებს. ჩემი ციხეში ყოფნის პერიოდში გამოვლინდა და თანამდებობიდან გათავისუფლდა რვა თანამშრომელი. ყველა პატიმარი მზად არის, დამნაშავეების წინააღმდეგ მისცეს ჩვენება.

- ბატონო დიმიტრი, სად ჰყავთ მოთავსებული გლდანის ციხის დაპატიმრებული თანამშრომლები?

- წესით, მათი ადგილი საგამოძიებო იზოლატორშია, მაგრამ ისინი ჰყავთ ე.წ. თანამშრომლების ზონაში, მატროსოვის ქუჩაზე. როგორც შევიტყვე, ისინი საუცხოო პირობებში არიან. რატომღაც მგონია, მათი დაკავების საქმე ძალიან ჰგავს გირგვლიანის მკვლელების საქმეს იმ მხრივ, რომ ხელისუფლება ლოიალური იყო დამნაშავეებისადმი და დღესაც ასე ხდება. ეს ადამიანები არიან ჯალათები, რომლებიც ასრულებდნენ სააკაშვილ-ადეიშვილის კაბინეტებში შემუშავებულ მითითებებს. მათ ჰქონდათ ინსტრუქცია, რა მეთოდებით უნდა დაეთრგუნათ პატიმრის თავისუფალი ნება, როგორ უნდა გაეტეხათ და დაემცირებინათ ისინი. ამას ჰყვებიან ის პატიმრები, რომლებიც საკნის ფანჯრებიდან უყურებდნენ წამებას. მათ იცოდნენ, რომ როდესაც პარასკევი დადგებოდა, დაიწყებოდა კარანტინის სისხლიანი დაშლა და ამას იქაური ჯალათები უწოდებდნენ "სისხლიან პარასკევს". წარმოიდგინეთ, რამხელა მკრეხელობაა, რომ მაცხოვრის ჯვარცმა გაიგივებული იყო სისხლიან დარბევასთან. იმ პატიმრებს, ვინც ამას აპროტესტებდა, ცალკე ყრიდნენ ე.წ. ფუქსებში და მათ უსწორდებოდნენ სხვადასხვა მეთოდით - აუპატიურებდნენ პრეზერვატივწამოცმული "დუბინკით". ჯალათები ასე იმ პატიმრებს უსწორდებოდნენ, რომლებსაც ღირსების დაცვის პრეტენზია ჰქონდათ. პატიმრები ასახელებენ მათ გვარებსაც, ვინც აღასრულებდა გაუპატიურების აქტს კონკრეტულ შემთხვევებში.

- არის ვინმე დაკავებული იმ პირთაგან, ვინც გაუპატიურების აქტს აღასრულებდა?

- ამას აკეთებინებდნენ მე-8 დაწესებულების პატიმარს, მეტსახელად "გოჭს", რომელიც ახლა იზოლირებული ჰყავთ. უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, მის გვარს ჯერჯერობით ვერ დავასახელებ და მზად ვარ, თუკი შეიქმნება დამოუკიდებელი კომისია, მას წარვუდგინო ჩემ ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია. პატიმრებს მოუსმენიათ "გოჭის" ცინიკური გამონათქვამები მსხვერპლის მისამართით, მაგალითად ასეთი: "ხომ ჰქონდა უკანალი ჯენიფერ ლოპესივით!". შევიტყვე იმ პირის ვინაობაც, რომელიც სიგარეტით აწამებდა პატიმარს. ის ადამიანი დაკავებული არ არის. მართალია, დღეს აღარ არის ციხის თანამშრომელი, მაგრამ ადრე ამ მეთოდით აწამებდა პატიმრებს. ჯალათებზე - ვიქტორ ყაჭეიშვილზე (დაწესებულების დირექტორის მოადგილე) და ოლეგ ფაცაციაზე (რეჟიმის უფროსი) ხომ ლეგენდები დადის ამ დაწესებულებაში. ფაცაციას ყველა პატიმარი ნაცემი ჰყავს. მისი გვარ-სახელი უკავშირდება პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის გარდაცვალების გარემოებებსაც, ისევე როგორც ყაჭეიშვილის, რომელიც არის დაუნდობელი ჯალათი. ყაჭეიშვილმა უმოწყალოდ სცემა ჯაშუშობისთვის ბრალდებულ ვახტანგ მაისაიასაც... მაგრამ დარწმუნებული ვარ, სამართალი იზეიმებს და ყველა დაზარალებული პირი და მოწმე მათ წინააღმდეგ მისცემს ჩვენებას. მე ჩავედი კარანტინში, გავიარე ის გზა, რომელსაც გადიოდნენ პატიმრები. თავდაპირველად, ადამიანი კარანტინიდან გამოჰყავთ და სცემენ უმოწყალოდ. ნაცემი ადამიანი, ვაი-ვაგლახით ადის მეორე სართულზე, სადაც ათავსებენ გალიაში და ცემას განაგრძობენ. მხოლოდ ამის შემდეგ უშვებენ საკანში. ამ გზას გადიოდა უკლებლივ ყველა პატიმარი პარასკეობით. ათეულობით ციხის თანამშრომელი ყო­ველდღიურად ფეხბურთს თამაშობს პატიმრების სხეულებით და ვინმეს ჰგონია, რომ ამის შესახებ გენინსპექციამ და მინისტრებმა არაფერი იციან? პატიმართა წამების ამგვარი მეთოდები ახალაიამ დანერგა, მაგრამ ეს მხოლოდ მისი ფანტაზიის ნაყოფი არ არის. ეს შეთანხმებული იყო იმ სტრუქტურასთან, რომელიც კურატორობდა სასჯელაღსრულებას და ეს არის იუსტიციის სამინისტრო. ციხეებში არაფერი ხდებოდა ზურაბ ადეიშვილთან შეთანხმების გარეშე. ამის მიზანი კი იყო ის, რომ მითი ციხის სისასტიკის შესახებ უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი მთავარი პირობა პატიმართა ოჯახის წევრებთან საპროცესო შეთანხმებების გაფორმებისა. მაქვს ინფორმაცია გიორგი ახალაიაზე, რომელიც არასრულწლოვანთა კორპუსზე მომუშავე ზედამხედველია და რომელიც ბავშვებს ყოველდღიურად სცემდა, თან თავზე შარვალს ჩამოაცვამდა, სახეზე წამების კვალი რომ არ დამჩნეოდათ. ჰყოლიათ ისეთი პირებიც, რომლებსაც მხოლოდ პატიმრების გინება ევალებოდათ... ისეთი გაუგონარი სისასტიკისა და აგრესიის წინაშე აღმოვჩნდით, რომ შეიძლება ითქვას, მთელი ქვეყანა ფსიქიატრიულ კლინიკას დაემსგავსა. ეს ყველაფერი ცხადყოფს, რომ ნაცმოძრაობა არ არის ჩვეულებრივი პოლიტიკური გაერთიანება. სააკაშვილი­, ბოკერია, რამიშვილი, ადეიშვილი და მერაბიშვილი არიან ის ადამიანები, რომლებიც ქმნიან პოლიტიკურ სექტას ქვეყანაში. მათი მიზანია ჩვენი მოსახლეობის უკიდურესად გაღატაკება, დაჩაჩანაკება და სამშობლოდან განდევნა. ეს ადამიანები საპროცესო შეთანხმებებით და სხვადასხვა ჯარიმით მიღებული შემოსავლებით მდიდრდებიან და არ უნდა გაგვიკვირდეს, როცა შევიტყობთ, რომ პოლიტიკაში არაფრით მოსული ნიკა გილაური დღეს ოფიციალური მილიონერია.

- ბატონო დიმიტრი, რას იტყვით სასჯელაღსრულების ახალ მინისტრზე, რომელმაც, როგორც ამბობენ, თავს სასტიკი განაჩენი გამოუტანა, როცა სააკაშვილის შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მიიღო.

- გიორგი ტუღუშს ლეღვის ფოთლის ფუნქცია აკისრია. მან რეალურად, ჰარაკირი გაიკეთა და გახდა იმ საზიზღრობის შემოქმედი, რაც ქვეყანაში ხდება. ტუღუშს სახალხო დამცველის პოსტზე ორი წელი ჰქონდა დარჩენილი, მაგრამ ომბუდსმენობა 2 კვირის მინისტრობას ანაცვალა. 1-ლი ოქტომბრის შემდეგ მისი ბუნდღა არ იქნება. ნაცმომ ეს კაცი საკუთარი ბინძური მიზნებისთვის გამოიყენა. პატიმრები უნდობლად შეხვდნენ ტუღუშის გამინისტრებას, ვინაიდან ის სააკაშვილის დაკვეთას ასრულებს.

- ვის უნდა დაეკისროს მომხდარზე როგორც პოლიტიკური, ასევე სამართლებრივი პასუხისმგებლობა?

- პოლიტიკური პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, უნდა დაეკისროს პრეზიდენტს. პასუხისგებაში უნდა მიეცეს სამივე მინისტრი - ახალაია, შაშკინი და კალმახელიძე. ასევე, უნდა დაისაჯონ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელები, რომლებიც უშუალოდ სასჯელაღსრულების პროცესზე არიან პასუხისმგებელნი. გაუგებარია, რატომ არის თავისუფალი დავით ჭაკუა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თა­ვ­მჯდომარე, ხოლო მისი მოადგილე მკურნალიძე - დაკავებული?! როგორც ცნობილი გახდა, პროკურატურა მათ სასჯელებს უმსუბუქებს და შეუსაბამო მუხლებით ასამართლებს. მათ მიმართაც ისეთივე მეთოდებს იყენებენ, რა მეთოდებითაც გირგვლიანის მკვლელები "დასაჯეს"- დაკავებულებს ამშვიდებენ, დროებით დაგაკავებთ, მერე სასჯელს შეგიმსუბუქებთ და ეს იქნება გარანტია იმისა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებას მალე დატოვებთო.

- ბატონო დიმიტრი, თუ გაქვთ ინფორმაცია, რომელ დაწესებულებაში იხდის სასჯელს გურამ შარაძის მკვლელობისთვის გასამართლებული გიორგი ბარათელი? რუსუდან შარაძეს ეჭვი ეპარება, რომ იგი ცოცხალია, და 2010 წლის ოქტომბერში მოინახულეთ ციხეში.

- 2010 წელს ვიყავი პენიტენციური სისტემის მონიტორინგის ჯგუფის წევრი. ჩემთან მოვიდა ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი, რომელმაც მითხრა - ბარათელი არც ერთ დაწესებულებაში არ იძებნება და იქნებ პატიმარი მოგენახულებინათო. შევედი ორთაჭალის N1 საპყრობილეში, ე.წ. კრიტში, ვნახე ბარათელი, ვესაუბრე და გადავეცი რუსუდან შარაძის კითხვარი, რომელზეც უნდა ეპასუხა. პასუხებიც გამოვიტანე. მე მისი გარეგნული ნიშნებიც კი დავიმახსოვრე. მაგალითად, მარცხენა ხელზე, შუაში ჰქონდა დიდი ხალი. იმ მომენტში ქალბატონი რუსუდანი კმაყოფილი იყო და, როგორც ჩანს, მან ეს ინფორმაცია გამოიყენა იმისთვის, რომ შემდგომში შვეიცარიაში პოლიტიკური თავშესაფარი მიეღო. მე ყველაფერი გავაკეთე, შარაძის ოჯახისთვის ობიექტური ინფორმაცია რომ გამომეტანა. როგორც პატიმრებმა განმიცხადეს, დღეს ბარათელი ორთაჭალის N1 დაწესებულების 46-ე საკანში ზის. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ხომ მაინც იქნება შესაძლებელი, გამოიყვანონ და ალაპარაკონ ბარათელი? დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფრის შემდეგ რუსუდან შარაძეს ჩემთვის ბოდიშის მოხდა მოუწევს...

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა