დღეს გავრცელდა კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლის, გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატის, მამუკა არეშიძის ერთ-ერთ პირთან საუბარის ფარული ჩანაწერი.
ეს პირი ჰპირდება არეშიძეს, რომ ექნება ხმები, სავარაუდოდ, თელეთის ერთ-ერთი უბნიდან. ვიდეოში საუბარია ვინმე ტიხაევსა და პეტრიაშვილზე, რომლებიც კომისიის წევრობასთან ერთად, კოორდინატორები არიან და ადგილობრივ მუნიციპალიტეტში მუშაობენ. არეშიძის თანამოსაუბრე ასევე ამბობს, რომ პეტრიაშვილს ერთი უბანი აბარია, პირველი, სადაც 1400 ამომრჩეველია.
არეშიძის თანამოსაუბრემ აღნიშნა, რომ ხმების სანაცვლოდ არეშიძის სახელით არჩევნების შემდეგ ერთ-ერთს სამსახურს დაჰპირდა.
"ავიღოთ მაგალითად თელეთის აი, ეს უბანი, საარჩევნო უბანი და ვთქვათ ჩვენ ავიღეთ იქ სიტყვაზე 1500 ამომრჩევლიდან... სიტყვაზე ავიღეთ 700 ხმა, 800-900... აქ როგორ გავიგოთ ტიხაევის და პეტრიაშვილის ნამუშევარი არის თუ არა?", - ეკითხება ვიდეოში არეშიძე.
უცნობი პირი პასუხობს, რომ დასახელებულ ერთ-ერთ პირს ძალიან ენდობა. "ჩამოვაყალიბე, ყველაფერი გავარკვიე მაგასთან. 240-250 ხმა ეს არის უეჭველი. ნაღდი, ჩათვალეთ რომ ეს არის უკვე გაკეთებული. იმიტომ, რომ მე ვუთხარი, ბატონი მამუკა გთავაზობს ამას", - აცხადებს ვიდეოში უცნობი პირი.
კადრში ჩანს, რომ მამუკა არეშიძე თანამოსაუბრეს ფულს გადასცემს.
იხილეთ ვიდეო: რაზე ესაუბრება მამუკა არეშიძე უცნობ პირს? - ფარული ვიდეოჩანაწერი