ჩემი დაცვის წევრი დააშინეს და აუდიოჩანაწერები ხელისუფლების მორიგი ფაბრიკაციაა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს გავრცელებულ აუდიოჩანაწერის კომენტირებისას განაცხადა. როგორც ივანიშვილმა გმირთა მემორიალთან ჟურნალისტებს განუცხადა, მას დაცვის წევრისთვის არასოდეს მიუცია დავალება, რომ ჩაეწერა "ქართული ოცნების" წევრების საუბრები.
"ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, რომ გადაფაროს ის კადრები, რომლებიც ციხეებში არსებულ რეალობას ასახავდა. ხელისუფლება ამ მორიგი ფაბრიკაციებით ცდილობს, ხალხს ეს ამბავი დაავიწყოს და მისი გადაფარვა მოახდინოს, თუმცა ამას ვერ შეძლებს, ეს არის იაფფასიანი ფაბრიკაცია და არასერიოზულია მასზე ლაპარაკი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.