მიხეილ სააკაშვილი - "ჩვენ გვიპირისპირდება ძალა, რომელიც კლასიკური რუსული სქემებით მოქმედებს"

მიხეილ სააკაშვილი - "ჩვენ გვიპირისპირდება ძალა, რომელიც კლასიკური რუსული სქემებით მოქმედებს"

ჩვენ გვიპირისპირდება ძალა, რომელიც კლასიკური რუსული სქემებით მოქმედებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა დღეს იმერეთში სტუმრობისას განაცხადა. მისივე აზრით, არსებულ სიტუაციაში ქართველ ხალხს შორის არჩევანი ორია - ერთ მხარეს რუსეთია, მეორე მხარეს ევროპა.

"რა არის რუსული სქემები?! - ესა ის, რომ ფული არის ყველაფერი და ხალხი არაფერი. მთავარია კომპრომატები გაამზადო, ტელევიზიით "გამოაგდო" და მრავალწლიანი გამოცდილების ერს თავგზა აუბნიო. საქართველო სუპერმარკეტი არაა, რომელშიც შეხვალ და ხალხს, როგორც პროდუქტს იყიდი, ჩვენი ხალხი პროდუქტი არაა, ჩვენი ხალხი არ იყიდება. ჩვენი შვილების მომავალი არ იყიდება!", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა აღნიშნულ ორ არჩევანს შორის არსებული განსხვავებაც ახსნა, რომლის წინაშეც, მისი თქმით, ქართველი ხალხი დგას და იმედი გამოთქვა, რომ ერი სწორ არჩევანს გააკეთებს.

"ქართველი ხალხის არჩევანი ესაა ევროპა და მთელი მსოფლიო გვიყურებს, რომ უკან არ დავბრუნდეთ. ჩვენ ვართ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე. ჩვენი არჩევანი არაა წინსვლასა და შედარებით ნაკლებ წინსვლას, წინსვლასა დ ადგილზე გაჩერებას შორის, ჩვენი არჩევანი არის ბევრად სახიფათო, ბევრად მეტი შანსის მომცემი და ამავე დროს ძალიან დასაკვირვებელი _ ერთის მხრივ, ჩვენ გვიპირისპირდება ძალა, რომელსაც არ უნდა არა თუ წინსვლა, ადგილზე გაჩერებაც და გვპირდება, რომ დაანგრევს ყველაფერს, რასაც 9 წლის განმავლობაში რუდუნებით ვაშენებდით. ესაა მათი შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!. ისინი გვპირდებიან, რომ გადაგვიყვანენ იმ გზიდან, რომელზეც 2008 წლის 12 აგვისტოს 6 ევროპელი ლიდერი დადგა და ფიზიკურად გადაარჩინეს საქართველოს სახელმწიფოებრიობა. ესაა ჩვენი გზა. ჩვენი გზაა ევროპაში, ჩვენი გზაა თავისუფლება, ჩვენი გზაა წინსვლა", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ქვეყნის პირველი პირის თქმით, ბოლო წლებში საქართველოში აშენდა ნამდვილი დემოკრატია. "ჩვენ ავაშენეთ ნამდვილი დემოკრატია, რაც ნიშნავს იმას, რომ ხალხის ბედს წყვეტს არა ერთი და იგივე 200 კაცი და ერთი ქუჩა საქართველოს დედაქალაქში, არამედ ხალხი. საქართველოს ბედი დღეს არა მთავრობის, არამედ ქართველი ხალხის ხელშია და საქართველოს ბედს გადაწვეტენ ჩვენი კაცები და ქალები, რომლებსაც ათწლეულების განმავლობაში ამცირებდნენ, ის ხალხი, ვისაც "კანონიერი ქურდები" ატერორებდნენ, ვისაც ქუჩებში შვილების გაშვების ეშინოდათ, ის ხალხი, ვინც იცოდა, რომ უსამართლობა ცხოვრების წესი იყო", - დასძინა პრეზიდენტმა

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა