მურმან დუმბაძე: "სააკაშვილმა დაუმთავრებელი უნივერსიტეტი საზეიმოდ გახსნა!"

მურმან დუმბაძე: "სააკაშვილმა დაუმთავრებელი უნივერსიტეტი საზეიმოდ გახსნა!"

მურმან დუმბაძე აჭარაში ბოლო დროს განვითრებულ პროცესებზე გვესაუბრება:

- გლდანის მე-8 საპყრობილეში პატიმართა წამების ამსახველი კადრების ტელევიზიებით ჩვენების შემდეგ სრულიად აჭარაში ნაცმოძრაობის რღვევა დაიწო, მაღალი თანამდებობის პირებმა დატოვეს პოსტები და "ქართულ ოცნებას" შემოუერთდნენ. ნაცმოძრაობას ერთეულებიღა უჭერენ მხარს. 23 სექტემბერს სააკაშვილი ხელვაჩაურში მოსახლეობას უნდა შეხვედროდა, მაგრამ ერთი-ორი კოორდინატორის გარდა არავინ მივიდა და გაცოფებულმა დატოვა აჭარა.

- 22 სექტემბერს სააკაშვილმა ბათუმში ახალი უნივერსიტეტი გახსნა და იყალთოს აკადემიას შეადარა...

- სხვათა შორის, ამ უნივერსიტეტის პროექტი ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის და მისი დაფინანსებულია. ჯერჯერობით მხოლოდ კარკასია აშენებული, მისი ფასადი შემინეს და სააკაშვილმა ეს დაუმთავრებელი უნივერსიტეტი საზეიმოდ გახსნა..

- უნივერსიტეტის გახსნას რომ ახალგაზრდები ესწრებოდნენ, ამ უნივერსიტეტში ჩარიცხული სტუდენტები არ იყვნენ?

- ესენი იყვნენ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, ან იქნებ სხვა ქალაქებიდანაც კი ჩამოიყვანეს... იყალთოს აკადემიას რომ შეადარა, გამეცინა, სააკაშვილი ხომ განათლებასთან მწყრალად არის.

- თქვენმა კონკურენტმა, აჭარის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გია ბარამიძემ ციხის ამბების გახმაურების შემდეგაც კი თავის ამომრჩევლებს მოუწოდა, თავაწეულებმა იარეთო.

- ბარამიძე არის სამარცხვინო პიროვნება, სამარცხვინო ხელისუფალი და მინისტრი. გარანტიას გაძლევთ, ბარამიძე ბათუმში აუცილებლად დამარცხდება. თავაწეეული ვერ ივლის ადამიანი, რომელმაც ცოცხის დანიშნულება არ იცის.

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"