"გურია ნიუსი" - ივანიშვილის დაცვის წევრი, რომელმაც დღეს კომპრომატები დადო, გაუჩინარებულია

"გურია ნიუსი" - ივანიშვილის დაცვის წევრი, რომელმაც დღეს კომპრომატები დადო, გაუჩინარებულია

ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრი, რომელმაც დღეს კომპრომატები დადო, გაუჩინარებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას "გურია ნიუსი" ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ლობჟანიძეები, ამ წუთებში, ადვოკატებთან ერთად ცდილობენ, სურმავას ადგილსამყოფელის დადგენას. ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის, ბესო სურმავას მეუღლე მაკა ლობჟანიძე "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ მისი მეუღლის ადგილსამყოფელი უცნობია.

მისივე ინფორმაციით, ის სამართალდამცველებს ჰყავთ აყვანილი. დაკავების მიზეზი ლობჟანიძისთვის უცნობია. ამბობს, რომ მიმართვა, რომელიც დღის მეორე ნახევარში გავრცელდა და "იუთუბიზე" აიტვირთა, ძალდატანების შედეგია.

"იგივეს ამბობს სურმავას ცოლისძმა. ბესო ამ დილით აიყვანეს სამართალდამცავებმა. ის მორიგეობიდან სახლში ბრუნდებოდა და გზიდან გაუჩინარდა. ამ დროისთვის, დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ მიმართვა, რომელიც გავრცელდა, ბესოს პოლიციაში ჩააწერინეს "სკაიპის" მეშვეობით და გეტყვით, რომ ბესოს არანაირი მაკომპრომეტირებელი მასალები და ჩანაწერები არ ჰქონია - ეს ყველაფერი სამართალდამცავების ნამოქმედარია", - წერს "გურია ნიუსი"

მათივე ინფორმაციით, ლობჟანიძეები, ამ წუთებში, ადვოკატებთან ერთად ცდილობენ, დაადგინონ სურმავას ადგილსამყოფელი.

დღეს ბესო სურმავამ, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრი იყო, გაავრცელა აუდიოჩანაწერები, სადაც, მისივე ინფორმაციით, ასახულია ეკა ბესელიას, გია ხუხაშვილის, ირაკლი ალასანიას, გუბაზ სანიკიძისა და ირაკლი ღარიბაშვილის საუბრები.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა