შსს - დაკავებულია მალხაზ ხულორდავა, რომელმაც "ქართული ოცნების" მხარდასაჭერად ავტომატიდან ისროლა

შსს - დაკავებულია მალხაზ ხულორდავა, რომელმაც "ქართული ოცნების" მხარდასაჭერად ავტომატიდან ისროლა

შსს-ს სენაკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი მალხაზ ხულორდავა დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, მალხაზ ხულორდავა კოალიცია "ქართული ოცნების" აქტივისტების კოლონას შეუერთდა და მათი მხარდაჭერის ნიშნად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე უმისამართოდ ისროლა.

შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციას ხულორდავა გაექცა, რის შემდეგაც მასზე დევნა განხორციელდა.

ხულორდავას დაკავების შემდეგ სამართალდამცავებმა მისი ბინა გაჩხრიკეს. ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი (AKC) და ტყვიები.

ფაქტზე აღძრულია საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა