საქართველოს ეკლესია და მუსლიმთა წარმომადგენლობა დაუშვებლად მიიჩნევს ფილმ "ისლამის უცოდველობის" საჯაროდ ჩვენებას

საქართველოს ეკლესია და მუსლიმთა წარმომადგენლობა დაუშვებლად მიიჩნევს ფილმ "ისლამის უცოდველობის" საჯაროდ ჩვენებას

საქართველოს ეკლესია და ამიერკავკასიის მუსლიმთა საქართველოს წარმომადგენლობა დაუშვებლად მიიჩნევენ ფილმ "ისლამის უცოდველობის" საჯაროდ ჩვენებას.

როგორც საპატრიარქოში გამართულ ბრიფინგზე დეკანოზმა დავით შარაშენიძემ განაცხადა, აღნიშნული ფილმის ჩვენებამ შეურაცხყო მილიონობით ადამიანი და მათი სამართლიანი აღშფოთება და პროტესტი გამოიწვია.

საქართველოს საპატრიარქომ და ამიერკავკასიის მუსლიმთა საქართველოს წარმომადგენლობამ დღეს ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი.

"შევნიშნავთ იმასაც, რომ ამგვარ პრობლემებს ადგილი აქვს როგორც ისლამთან, ისე სხვა რელიგიებთან მიმართებაშიც. არაერთხელ ვყოფილვართ მომსწრენი საჯარო სივრცეში ქრისტიანთა რელიგიური გრძნობების მკრეხელური სახით შელახვისა. სამწუხაროდ, ასეთ ფაქტებს ადგილი ჰქონდა საქართველოშიც. ამგვარი ქმედებები აღვივებს რელიგიურ შუღლს ცალკეულ ქვეყნებში და საერთაშორისო მასშტაბებითაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის მშვიდობას, რადგან იწვევს პროტესტის აგრესიულ ფორმებს, რაც მართალია სრულიად მიუღებელია, მაგრამ მსოფლიო დღესაც ამ რეალობის წინაშე დგას", - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელი მოაწერეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა თეოდორემ და ამიერკავკასიის მუსლიმთა საქართველოს წარმომადგენელმა ახუნდი ალი ალიევმა.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს და თავისი წვლილი შეიტანოს, რომ მომავალში მსგავსი დაპირისპირებები თავიდან იქნას აცილებული.

იხილეთ ვიდეო: "ისლამის უცოდველობა" - ფილმი, რომლის გამოც ისლამური სამყარო აშშ-ს აუმხედრდა

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"