შაბათ-კვირას საქართველოს ქალაქები და სოფლები იკურთხება

შაბათ-კვირას საქართველოს ქალაქები და სოფლები იკურთხება

პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, შაბათ-კვირას საქართველოს ქალაქები და სოფლები იკურთხება. ამასთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, სხვადასხვა ეპარქიებში წირვის შემდეგ მოძღვრები და მრევლი საეკლესიო ბაირაღებითა და ჯვარ-ხატებით, ლოცვითა და გალობით, ნაკურთხი წყლის სხურებით შემოივლიან თავიანთი ტაძრების მიმდებარე ტერიტორიას და შემდეგ, წინასწარ დადგენილი მარშრუტით, შეუერთდებიან სხვა ტაძრების მღვდელმსახურებსა და მრევლს და ერთად გაემართებიან ცენტრალურ მოედანზე, სადაც ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი შეასრულებს პარაკლისს.

მრავალგზის წაიკითხება ლოცვა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი: ”მოწყალებისა კარი განგვიღე კურთხეულო ღვთისმშობელო”.

გუშინ, ჯვართამაღლების დღეს, დაილოცა დედაქალაქი თბილისი და მცხეთა.

მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის კურთხევით არჩევნებამდე დარჩენილი დღეების მანძილზე და განსაკუთრებით კვირას მღვდელმთავრებმა და სასულიერო პირებმა ყველა სხვა ქალაქი და სოფელი უნდა აკურთხონ.

სასურველია მრევლმა თავის სახლში და მიმდებარე ტერიტორიაზე თვითონაც ასხუროს ნაკურთხი წყალი.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"