ვანო მერაბიშვილი - "ჩვენს მტრებს უნდათ საქართველოში დაბრუნდნენ "კანონიერი ქურდები", კორუმპირებული ჩინოვნიკები და კრიმინალები"

ვანო მერაბიშვილი - "ჩვენს მტრებს უნდათ საქართველოში დაბრუნდნენ "კანონიერი ქურდები", კორუმპირებული ჩინოვნიკები და კრიმინალები"

საქართველო დღეს ჯერ კიდევ დგას არჩევანის წინაშე - დაბრუნდება უკან, თუ წავა წინ, - ამის შესახებ ეროვნულ სტადიონზე მიმდინარე "ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო ყრილობაზე პრემიერ-მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა განაცხადა.

"ჩვენ ყველამ ვიცით - ჩვენს მტრებს უნდათ საქართველოში დაბრუნდნენ "კანონიერი ქურდები", კორუმპირებული ჩინოვნიკები და კრიმინალები. მე და ჩვენი გუნდი ვიძლევით გარანტიას, რომ საქართველოში "კანონიერი ქურდები" არასდროს დაბრუნდებიან. მე გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ წელში გავწყვიტოთ ისეთი სენი, როგორიცაა უმუშევრობა. როგორც დავამარცხეთ კრიმინალი, ჩვენ ასევე თქვენთან ერთად დავამარცხებთ საქართველოში უმუშევრობას. მე გაძლევთ გარანტიას, რომ ყველას ექნება საშუალება მიიღოს ხარისხიანი ჯანდაცვა. საქართველოში ჩვენ დავამარცხებთ ავადმყოფობას", - განაცხადა მერაბიშვილმა.

მისივე თქმით, პირადად იქნება გარანტია იმის, რომ ქართულ სოფელს ზრუნვა არ მოაკლდება. "მინდა ჩვენს წინასაარჩევნო დაპირებას კიდევ ერთი დავამატო -მომავალ წელს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა მოქალაქეს ექნება უფასო ინტერნეტი, რომლითაც ის დაუკავშირდება მსოფლიოს და ჩვენ გავხდებით ყველაზე განათლებული ერი მსოფლიოში", - განაცხადა მერაბიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა