დღეს დაგეგმილ "ქართული ოცნების" აქციასთან დაკავშირებით რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

დღეს დაგეგმილ "ქართული ოცნების" აქციასთან დაკავშირებით რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

დღეს დაგეგმილ "ქართული ოცნების" აქციასთან დაკავშირებით რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია სასტუმრო "რედისონიდან" თავისუფლების მოედნის ჩათვლით.

რუსთაველის გამზირზე "ქართული ოცნების" საორგანიზაციო ჯგუფები მუშაობენ. მათი განცხადებით, ძირითადი სამუშაოები უკვე დასრულებულია, მათ შორის სცენის მონტაჟი თავისუფლების მოედანზე.

თავისუფლების მოედანზე დამონტაჟებული სცენიდან გამომსვლელების მოსმენა რუსთაველის გამზირის ნებისმიერი ადგილიდან იქნება შესაძლებელი. საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლების განცხადებით, ყოველ 30 მეტრში განთავსდება ხმის გამაძლიერებლები და მანქანები, რომლებზეც მონიტორები იქნება დამონტაჟებული.

ქართული ოცნება" დღეს თბილისსა და ქუთაისში აქციას გამართავს. აქციები საქართველოს ორ ქალაქში ერთდროულად, 16:00 საათზე დაიწყება. მისივე განმარტებით, კოალიციის მხარდამჭერები თბილისში "თავისუფლების მოედნამდე", ქუთაისში კი ცენტრალურ მოედნამდე მსვლელობებით მივლენ.

თავისუფლების მოედნისკენ" მსვლელობები 4 წერტილიდან - ვაკის პარკიდან, სპორტის სასახლიდან, "დინამოს" სტადიონიდან და ავლაბრის მეტროდან 14:00 საათზე დაიწყება. მსვლელობები მოეწყობა ქუთაისშიც.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა