სპორტის სასახლესთან შეკრებილი "ქართული ოცნების" მხარდამჭერები თავისუფლების მოედნისკენ დაიძრნენ

სპორტის სასახლესთან შეკრებილი "ქართული ოცნების" მხარდამჭერები თავისუფლების მოედნისკენ დაიძრნენ

სპორტის სასახლესთან შეკრებილი "ქართული ოცნების" მხარდამჭერები კოალიციის ლიდერებთან ერთად თავისუფლების მოედნისკენ უკვე დაიძრნენ.

ამ დროისთვის კოსტავასა და პეკინის ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.

სპორტის სასახლიდან მსვლელობას "ქართული ოცნების" ლიდერები დავით უსუფაშვილი, დავით ბერძენიშვილი, სოსო ჯაჭვლიანი, კახა შარტავა და რევაზ შავიშვილი მიუძღვებიან.

სპორტის სასახლიდან მსვლელობა გმირთა მოედნის გავლით, ვარაზის ხევის მიმართულებით გაგრძელდება, სადაც "ქართული ოცნების" მხარდამჭერები ვაკიდან დაძრულ კოლონას შეუერთდებიან და 16:00 საათზე თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ აქციაზე გადაინაცვლებენ.

როგორც "ქართული ოცნების" საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, დღეს ქუთაისსა და თბილისში კოალიციის უამრავი მხარდამჭერი იკრიბება და "ქართული ოცნება" ყველას აჩვენებს, რომ არჩევნებისთვის სრულ მზადყოფნაშია.

ამ დროისთვის მრავალრიცხოვანი კოლონა გმირთა მოედანზეა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა