თავისუფლების მოედანი "ქართული ოცნების" მხარდამჭერებით უკვე სავსეა

თავისუფლების მოედანი "ქართული ოცნების" მხარდამჭერებით უკვე სავსეა

თავისუფლების მოედანი "ქართული ოცნების" მხარდამჭერებით უკვე სავსეა. მათ უმრავლესობას აცვიათ "ქართული ოცნების" მაისურები, რომელიც მათ მოედანზევე დაურიგეს. აქციის გამო თავისუფლების მოედანთან დამაკავშირებელი ყველა გზა გადაკეტილია.

რამდენიმე წუთის წინ თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს ნინელი ჭანკვეტაძემ მიმართა. მისი განცხადებით, ხელისუფლებამ გასული თვეების განმავლობაში ყველაფერი გააკეთა, რომ დღევანდელი დღე არ შემდგარიყო, თუმცა მისი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.

ამასთან, თავისუფლების მოედნიდან თბილისის სხვადასხვა ადგილიდან "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა კოლონები მოძრაობენ.

(იხილეთ ვიდეო)

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა