ავტოსადგურ "ოკრიბაში" მიკროავტობუსების დიდი ნაწილი რეისიდან მოხსნილია. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, "ოკრიბაში" მიკროავტობუსების სიმცირეა. მგზავრები მათთვის სასურველ მიკროავტობუსს საათობით ელოდებიან, რაც მათ უკმაყოფილებას იწვევს. მგზავრები ვარაუდობენ, რომ მიკროავტობუსები გუშინ "ნაციონალური მოძრაობის" აქციის გამო რეისიდან მოხსნეს და დღესაც იგივე გრძელდება.
"ოკრიბას ერთ-ერთმა თანამშრომელმა "ინტერპრესნიუსს" მიკროავტობუსების რეისიდან მოხსნის ფაქტი დაუდასტურა, თუმცა მიზეზებზე საუბარი არ ისურვა.