ფილიპ დიმიტროვი - ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ხმის მიცემის შესაძლებლობა შეუზღუდავად შეეძლებათ

ფილიპ დიმიტროვი - ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ხმის მიცემის შესაძლებლობა შეუზღუდავად შეეძლებათ

ვუსურვებ საქართველოს მშვიდი და წარმატებული არჩევნების ორგანიზებას და ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ხმის მიცემის შესაძლებლობა შეუზღუდავად შეეძლებათ , - ამის შესახებ ცესკო-ში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა განუცხადა.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ცესკო-ს თავმჯდომარის, ზურაბ ხარატიშვილისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ დიპლომატებმა ცესკოს შენობაში მედიაცენტრი და სამუშაო გარემო დაათვალიერეს.

როგორც ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილმა განაცხადა, შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, თუ რამდენად არის მზად საარჩევნო ადმინისტრაცია ხვალინდელი არჩევნებით.

"ჩვენ სრულყოფილად გავეცით ყველა კითხვას პასუხი. ისინი დეტალურად დაინტერესდნენ როგორც წინასაარჩევნო პერიოდის პოლიტიკური ასპექტებით, ასევე ტექნიკური საკითხებით", - განაცხადა ხარატიშვილმა.

დღესვე ხარატიშვილმა დაადასტურა, რომ ადმინისტრაცია მზად არის, რომ არჩევნები გამჭვირვალედ, ორგანიზებულად, სამართლიანად და კანონმდებლობის სრული დაცვით ჩაატაროს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა