ზურაბ ხარატიშვილი - "ცესკომ ყველა სახის წინასაარჩევნო სამუშაო დაასრულა"

ზურაბ ხარატიშვილი - "ცესკომ ყველა სახის წინასაარჩევნო სამუშაო დაასრულა"

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ყველა სახის წინასაარჩევნო სამუშაო დაასრულა, - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილმა დღეს საღამოს, შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ცესკო მზად არის არჩევნები მშვიდობიანად და კანონის სრული დაცვით ჩაატაროს. ხარატიშვილის განცხადებით, ამომრჩევლებს ადმინისტრაციასთან კომუნიკაციის საშუალება მთელი დღის განმავლობაში ექნებათ. ამისთვის ამოქმედებულია "ცხელი ხაზი", ასევე, შესაძლებელია ადმინისტრაციასთან დაკავშირება ონლაინ-ოპერატორების საშუალებითაც.

ცესკოს თავმჯდომარის თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციის მიზანი, არჩევნების გამჭვირვალობისა და საჯაროობის უზრუნველყოფაა. მისივე განცხადებით, არჩევნების დღეს იმუშავებს ცესკოს 47.424 წევრი. პოლიტიკური სუბიექტების 33.300-მდე წევრი, არჩევნებს დააკვირდება 62.115 ადგილობრივი და 1646 საერთაშორისო დამკვირვებელი, ხოლო არჩევნების მედიაგაშუქებას 3.300-მდე აკრედიტებული ჟურნალისტი შეძლებს.

ბრიფინგის ბოლოს ხარატიშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა ის შეზღუდვები და აკრძალვები, რაც არჩევნების დღეს იმოქმედებს და კიდევ ერთხელ მოუწოდა ამომრჩევლებს, ნუ მივლენ არჩევნებზე რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის სიმბოლიკიანი მაისურით ან სხვა ატრიბუტებით, რადგან ამან შეიძლება მათი 1000-ლარიანი დაჯარიმება გამოიწვიოს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა