საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პირადობის მოწმობასთან ერთად დევნილის მოწმობაც უნდა წარადგინონ.
ამ მოთხოვნის საფუძველი საქრთველოს საარჩევნო კოდექსის 65-ე მუხლია, რომელიც კენჭისყრის პროცედურებს განმარტავს. 65-ე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, ხმის მიცემის პროცედურა შემდეგი წესისა და თანმიმდევრობის დაცვით ტარდება: კენჭისყრის ოთახში შესვლისას ამომრჩეველი გადის მარკირების შემოწმების პროცედურას; თუ ამომრჩეველი არ იქნება მარკირებული, მას მიეცემა კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება. კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელმა კომისიის წევრმა კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველი უნდა შეუშვას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისთვის განკუთვნილ სარეგისტრაციო მაგიდასთან ორზე მეტი ამომრჩეველი არ იმყოფება.
"კენჭისყრის ოთახში შესული ამომრჩეველი მიდის იმ სარეგისტრაციო მაგიდასთან, რომელსაც მიეკუთვნება ამომრჩეველთა სიაში შეტანილი მისი გვარის პირველი ასო და ამომრჩეველთა რეგისტრატორს წარუდგენს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას ან საქართველოს მოქალაქის პასპორტს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - ასევე დევნილის მოწმობას (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობასთან ერთად). ამომრჩეველთა რეგისტრატორი ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევლის ყოფნის დადასტურების შემთხვევაში ახორციელებს მის მარკირებას, რის შემდეგაც ამომრჩეველთა რეგისტრატორი ხელს აწერს ამომრჩეველთა ერთიანი სიის სათანადო გრაფაში, ხოლო შემდეგ ამომრჩეველი ხელმოწერით ადასტურებს საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) მიღებას", - აღნიშნულია საარჩევნო კოდექსში