რუსთავში საარჩევნო უბნების დიდ ნაწილში რიგებია

რუსთავში საარჩევნო უბნების დიდ ნაწილში რიგებია

რუსთავში საარჩევნო უბნების დიდ ნაწილში რიგებია. როგორც "ინტრეპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, რუსთავში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნა.

ამ დროისთვის რომელიმე უბნის მოგვიანებით გახსნისა და რაიმე ინციდენტის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

რუსთავში 110 ათასზე მეტი ამომრჩეველია. ისინი ხმას 87 საარჩევნო უბანზე და 3 სპეცუბანზე აძლევენ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა