მიხეილ სააკაშვილი - არჩევნებში საქართველო და ქართველი ერი გაიმარჯვებს

მიხეილ სააკაშვილი - არჩევნებში საქართველო და ქართველი ერი გაიმარჯვებს

არჩევნებში საქართველო და ქართველი ერი გაიმარჯვებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს მე-19 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს არის ის არჩევნები, რომელიც გავლენას მოახდენს არა მხოლოდ ამ თაობის, არამედ მრავალი შემდგომი თაობის ცხოვრებაზე.

"იქნება მაღალი დონის აქტივობა, იქნება მაღალი დონის სამოქალაქო შეგნება, მე აქ არ ვსაუბრობ პარტიების გამარჯვებაზე, საქართველო და ქართველი ერი ყოველ მიზეზ გარეშე გაიმარჯვებს, როგორც ეს იყო და უნდა იყოს, ჩვენი ერის გადამწყვეტ მომენტებში", - დასძინა პრეზიდენტმა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა