თბილისში საარჩევნო უბნებზე მისული ამომრჩევლის მასობრივი აღრიცხვა მიმდინარეობს. როგორც როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი საბურთალოს ოლქის N29 საარჩევნო უბნიდან იუწყება, უბნის ეზოში
რამდენიმე ახალგაზრდა ქალი, სიებით ხელში დგას და უბანზე მისულ ამომრჩეველს აკონტროლებს.
ჟურნალისტის კითხვას, რა სიებით სარგებლობენ და ვინ არიან, მათ თავი აარიდეს, ვინაობაც არ დაასახელეს და უბნის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" უბანზე მისულმა ამომრჩეველმა განუმარტა, ახალგაზრდა ქალები ამომრჩევლის აღრიცხვას აწარმოებენ, თუმცა მათი ვინაობა მოსახლეობისთვის უცნობია. თბილისში საარჩევნო უბნებზე მისული ამომრჩევლის მასობრივი აღრიცხვა მიმდინარეობს.
N29 საარჩევნო უბნის ახლოს მდებარე საარჩევნო უბანთან, რომელიც სკოლის შენობაშია განთავსებული, ავტომანქანებით "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორები დგანან და ამომრჩევლის აღრიცხვას აწარმოებენ. "ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, რატომ იქცვიან ასე, პარტიის კოორდინატორებმა აღნიშნეს, რომ უკანონოს არაფერს აკეთებენ. ”ინტერპრესნიუსმა” შესაბამისი ფოტოები სწორედ ამ ორ უბანზე გადაიღო.
ასეთივე შეთხვევები დღეს სხვა საარჩევნო უბნებზეც.
ამასთან, როგორც გუშინ გამართულ ბრიფინგზე "ნაციონალური თბილისში საარჩევნო უბნებზე მისული ამომრჩევლის მასობრივი აღრიცხვა მიმდინარეობს. მოძრაობის" პრესსპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ამომრჩევლის მობილიზაციისა და მოწვევის კამპანიას განახორციელებს, ასევე, კამპანიაში ჩართული "ნაციონალების" მოხალისეები და კოორდინატორები საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდებიან, რათა გონივრული დისტანცია დაცული იყოს.