ირაკლი ალასანია - ხმა მივეცი ნამდვილ დემოკრატიას,- "ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ ხმა ზუგდიდის N10 საჯარო სკოლაში განთავსებულ 30-ე საარჩევნო უბანზე მისცა.
კენჭისყრის პროცედურის გავლის შემდეგ მაჟორიტარობის კანდიდატმა განაცხადა, რომ ხმა მისცა ნამდვილ დემოკრატიას და დაცულ საქართველოს.