ჩვენი მონაცემებით, 53 მაჟორიტარულ ოლქში დამაჯერებელ გამარჯვებას მივაღწიეთ და როგორც ჩანს, პროპორციული და
მაჟორიტარული სისტემების ერთობლიობით კვლავ მყარი უმრავლესობა გვეყოლება ახალ პარლამენტში , - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" სპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეგზიტპოლების მიხედვით, პროპორციული სისტემით შედარებით თანაბარი შედეგები დაფიქისრდა, თუმცა თბილისის გარეთ "ნაციონალურ მოძრაობას" უპირატესობა აქვს.
მისივე თქმით, 32%-მა უარი განაცხადა დაესახელებინა, თუ ვის მისცა ხმა, რაც მნიშვნელოვანი რიცხვია. თაქთაქიშვილის თქმით, "ნაციონალები" ცესკოს მონაცემებს დაელოდებიან.