"საზოგადოებრივი მაუწყებლის" მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, "ქართულ ოცნებას" მხარი გამოკითხულთა 35 პროცენტმა დაუჭირა; "ნაციონალურ მოძრაობას" - 30 პროცენტმა; "ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას" - 1.6 პროცენტმა, "ლეიბორისტებს" კი - 0,7 პროცენტმა. დასმულ შეკითხვას პასუხი არ გასცა 32 პროცენტმა.